29 ნოემბერი 2020,   12:33
ვრცლად
არ გამიკვირდება ასეთი ტიპის ძალებისაგან პროვოკაციული ქმედებები - ლევან კობერიძე ენმ-ს მიერ დაანონსებულ აქციაზე

პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ლევან კობერიძემ, "დღის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, არჩევნების დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განმარტა, რომ ამ პოლიტიკური ძალის მიერ, პროვოკაციული ქმედებები გასაკვირი არ არის.

ამასთან, ლევან კობერიძემ ისიც აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს აქციის გამართვა, მათი პოლიტიკური პარტიის დღის წერიგში არ შედის.

"ჩვენ დღეს გვაქვს წინასაარჩევნო აქცია დაანონსებული მოსახლეობის მობილიზაციისათვის. ისე, სულ არ გამიკვირდება ასეთი ტიპის ძალებისაგან პროვოკაციული ქმედებები და "ქართულ ოცნებასთან" გარკვეული შეთანხმებული მოქმედებები. ჩვენ ხშირად გვინახავს პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს ორი ძალა როგორ კვებავს ერთმანეთს. დღეს, დღის წესრიგი არის ის, რომ მოსახლეობამ აირჩიოს ისეთი ახალი ძალა, რომელსაც თავისი პოლიტიკური შინაარსით შეუძლია რომ ქვეყნის მართვა მშვიდობიანად გადმოიბაროს, ასეთი ძალა კი არის "ლელო"," - განაცხადა ლევან კობერიძემ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისის მერიაში შესული წერილის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს, რაც მდინარაძის მტკიცებით, არჩევნების შემდგე რევოლუციური მოძრაობის დაწყებას ითვალისწინებს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ კი "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ შაბათს, არჩევნების დღეს, პარლამენტის წინ გამარჯვების აქციას გეგმავენ. 

დღის ამბები