29 ნოემბერი 2020,   12:47
ვრცლად
"ქოცები" და "ნაცები" არიან მომართული დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ, რომ ხმები ამ ორს შორის გადანაწილდეს - კახა კუკავა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა "დღის კურიერში" აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ მეორდება იგივე სპექტაკლი, რაც 2012 წლის შემდგომ ნებისმიერი არჩევნების პერიოდში ხდება. 

კახა კუკავა აცხადებს, რომ არც სააკაშვილი აპირებს, მისი განცხადებების მიუხედავად, საქართველოში ჩამოსვლასა და ციხეში ჩაჯდომას და არც "ოცნება" აპირებს მასზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე მმართველ პარტიას აფრთხილებს, რომ ნებისმიერი მცდელობა კვლევების გამართლებისა, სადაც "ოცნებას" 50%-ზე უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ნიშნავს, რომ სააკაშვილს პირდაპირ ხელში მისცენ ორი ჯოკერი და რევოლუციისკენ უბიძგონ.

"ჩვენ ვუყურებთ იმავე სპექტაკლს, რასაც ვუყურებთ ყველა არჩევნებზე, რომელიც საქართველოში ტარდება 2012 წლის შემდგომ და მე ძალიან მინდა, რომ ქართველმა ხალხმა მეასეჯერ აღარ მოატყუებინოს თავი არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაციონალურ მოძრაობას".

ეს არის საოცრად პრიმიტიული სპექტაკლი და ამ სპექტაკლში ყოველთვის არის ასეთი: პირველი მოქმედება, რომ გამოდის სააკაშვილი და ამბობს, რომ ის  დაბრუნდება საქართველოში ნებისმიერ ფასად; მეორე მოქმედება - პროკურატურამ აღძრა საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ.

პირველად ეს მოხდა 2013 წელს, "საბურავების რევოლუცია" გახსოვთ თქვენ და მას შემდეგ არც 2016-ის, არც 2017-ის, 18-ის და არც ახლა 2020 წლის არჩევნები არ არის გამონაკლისი.

მე მგონი, რომ არ ვართ ასეთი სულელი ერი, რომ ვერ მივხვდეთ ამას, რომ არც სააკაშვილი არ აპირებს ხალხო საქართველოში დაბრუნებას. არის ერთი მშიშარა ადამიანი, რომელიც არის საზღვარგარეთ გამოკეტილი და არსად დამბრუნებელი და ცოტნე დადიანივით აქ ციხეში ჩამჯდომი ეს არ არის და არც "ქართული ოცნება" არ აპირებს არანაირი სისხლის სამართლის საქმის ძიებას.

ეს არის ორივეს ინტერესში, ორივე პოლიტიკური ძალა - "ქოცები" და "ნაცები" არიან მომართული დღეს დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ, რომ როგორმე გადაინაწილონ მხოლოდ ამ ორს შორის, მთელი ხმები და მთელი პროცენტები. "ნაციონალურ მოძრაობაზე" ტყუილად მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი არ აქვს და "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, რომ ხელი არ წაგიცდეთ გირჩევნიათ იმიტომ, რომ ობიექტურად "ოცნებას" აქვს დღეს 40% რეიტინგი, ამ ხმებით და ამ მანდატებით შესაძლებელი არის რა თქმა უნდა კოალიციური მთავრობის ფორმირება და შეირგეთ ეს მონაცემები.

ნებისმიერი მცდელობა, რომ ის კვლევები გაამართლოთ, სადაც 50%-ზე უფრო მეტი აქვს "ოცნებას" ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს მისცე პირდაპირ ხელში ორი ჯოკერი და უბიძგო რევოლუციისაკენ," - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები