29 ნოემბერი 2020,   12:41
ვრცლად
აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის მიერ ყარაბაღის დაბომბვას 69 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ვაშინგტონში მიღწეული ჰუმანიტარული ზავი ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში დაირღვა და საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. მხარეები ცეცხლის გახსნაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის გენპროკურატურის ინფორმაციით, სომხეთის მიერ დაბომბვის შედეგად დაღუპულია 69 და დაშავებულია 322 მშვიდობიანი მოქალაქე.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ცნობით კი, აზერბაიჯანის თავდასხმებს კიდევ 59 სამხედრო ემსხვერპლა.

მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას.

ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის მხრიდან გამოთქვა ღრმა შეშფოთება საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებასთან, ასევე შეტაკებებში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ტერორისტების მასშტაბურ ჩართულობასთან დაკავშირებით.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებთან კონტაქტების შესახებ და ასევე – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და კრიზისის დეესკალაციის სწრაფად მიღწევის მიზნით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე.

დღის ამბები