04 დეკემბერი 2020,   02:35
ვრცლად
"ყველა ერთად, 31 ოქტომბერს დავწერთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ახალ ფურცელს" - კახა კოჟორიძე

"ლელოს" რესპუბლიკის მოედანზე ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის ხაშური-ქარელი-გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ლელოდან“ კახა კოჟორიძემ, რომ ლელოს  საქართველოს წინსვლის ყველაზე ძლიერი და რეალისტური გეგმა აქვს. 

"ყველა ერთად, 31 ოქტომბერს დავწერთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ახალ ფურცელს. ამ ახალი ფურცლით დაიწერება, რომ საქართველოში დამთავრდა ბელადის უზენაესობა და დაიწყო კანონის უზენაესობა. ამ ახალი ფურცლით დაიწერება, რომ საქართველოში დამთავრდა ნეპოტიზმი და ყველა  ნიჭიერ ახალგაზრდას ექნება გაძლიერების, განვითარების ფართო გზა და ასპარეზი. ლელოს წარმატების ფორმულა არის ძალიან მარტივი - ყველას საქმე უნდა აკეთოს ამ საქმის პროფესიონალმა,“ - ამბობს კახა კოჟორიძე.

დღის ამბები