15 იანვარი 2021,   19:44
ვრცლად
ქვეყანაში გაზიფიცირების 3 წლიანი გეგმა 2021 წელს დასრულდება - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა გაზიფიცირების შემდგომ 3 წლიან გეგმას განიხილავს. მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდგომ საქართველოს ექნება გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში. 

"მოგეხსენებათ, რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 წლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც 2021 წელს სრულდება. ჩვენ, რეგიონებში ბევრი ვიზიტების შემდგომ ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, განვიხილოთ გაზიფიცირების შემდგომი 3 წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, ქვეყნის გაზიფიცირება, ამ გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გაზიფიცირების. ეს იქნება დაახლოებთ 90 პროცენტი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები