20 იანვარი 2021,   21:39
ვრცლად
უახლოეს ისტორიაში ეს არჩევნები ერთადერთია, რომლისგანაც ხალხი არაფერს მოელის - ბიძინა გეგიძე

ვაკის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ბიძინა გეგიძემ სამაჟორიტარო ბიუროში გამართულ ბრიფინგზე გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, არჩევნების შედეგები წინასწარ არის გაწერილი, რასაც ის ემიჯნება.

"საქმე გვაქვს ორ გაუფასურებულ პოლიტიკურ ძალასთან და მათ სატელიტებთან, ხალხში მათ მიმართ ნდობა ნულოვანია, გამეფებულია იმედგაცრუება და ნიჰილიზმი. უახლოეს ისტორიაში ეს არჩევნები ერთადერთია, რომლისგანაც ხალხი არაფერს არ მოელის. მთლიანად ვემიჯნები ამ პროცესებს და არ ვმონაწილეობ ამ სიყალბეში - აი ეს არის განცხადება, გადაწყვეტილება, რომელიც არ იყიდება. პრინციპის ირგვლივ გაერთიანებულმა ადამიანებმა მივიღეთ იმის გამო, რომ არჩევნები გაიყიდა," - აცხადებს ბიძინა გეგიძე.

დღის ამბები