29 ნოემბერი 2020,   12:28
ვრცლად
საქართველომ გამოიღვიძა, საქართველო ჩამოიფერთხავს ამ უბედურებას - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" მიერ გამართულ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციაზე დისტანციურად ჩაერთო. 

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო მზად არის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის. 

"რაც არ უნდა დაახშონ, რა ბარიერებიც არ უნდა დაგვახვედრონ, რა პროვოკაციებიც არ უნდა მოაწყონ, საქართველომ გამოიღვიძა, საქართველო ჩამოიფერთხავს ამ უბედურებას, საქართველო დღეს, ჩვენს თავისუფლების მოედანზე აცხადებს, რომ მზად არის გამარჯვებისთვის, 31 ოქტომბერს გათავისუფლებისთვის, წინსვლისთვის და მზად არის იმისთვის, რომ იყოს ისევ ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები