29 ნოემბერი 2020,   12:48
ვრცლად
გორთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა და 11 მძიმედ დაშავდა

გვიან ღამით გორთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა და 11  მძიმედ დაშავდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაჩერებულ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა.

მიკროავტობუსი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში მიჰყავდა, თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა "დაფი" სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები