29 ნოემბერი 2020,   12:42
ვრცლად
ქალ ძიუდოისტთა ნაკრების 5 წევრს და მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქალ ძიუდოისტთა ნაკრების 5 წევრს და მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ "კოვიდ-19" გორში ყოფნის დროს დაუდგინდათ, სადაც შიდა ქართლში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საწვრთნელ შეკრებას გადიოდნენ.

ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქია და ისინი მკურნალობას თვითიზოლაციაში განაგრძობენ.

ვირუსის გამო საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

დღის ამბები