29 ნოემბერი 2020,   12:30
ვრცლად
არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს შემაჯამებელ დოკუმენტს წარადგენენ

საარჩევნო კამპანიის დაფინასების საკითხები და წინასაარჩევნოდ გახშირებული ძალადობის და ზეწოლის ფაქტები - ეს ის საკითხებია, რომლებიც "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსა" და საიას ანგარიშშია ასახული.

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ დოკუმენტს წარადგენენ. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერის ლევან ნატროშვილის განცხადებით, ორგანიზაცია პოლიტიკური სუბიექტების შემომწირველებს გააანალიზებს. 

"60 სუბიექტია დარეგისტრირებული არჩევნებისთვის და ჩვენ შევისწავლეთ მათი შემომწირველები. გვექნება გაანალიზებული ის, თუ ვინ არიან ისინი, რა ინტერესები გააჩნიათ. გვექნება საუბარი გარკვეულ პოტენციურად პოლიტიკური კორუფციის შემთხვევებზე, როგორიცაა შემოწირულობები ერთი და იგივე ბიზნესჯგუფის მხრიდან,"- განაცხადა ლევან ნატროშვილმა. 

საარჩევნო ანალიტიკოსის მარიამ ლაცაბიძის განცხადებით, წინასაარჩევნო დარღვევები გარკვეულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს, რაზეც აუცილებელია საგამოძიებო ორგანოების მხრიდან სწრაფი რეაგირება.

"ძირითადად, ტენედენცია არის ასეთი, რომ გახშირებულია ძალადობის და ზეწოლის შემთხვევები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე. ამ შემთხვევების ნაწილი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. წინა თვეშიც იყო ამომრჩეველთა მოსყიდვების მცდელობა, ერთი იყო მმართველი პარტიის, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან,"- განაცხადა მარიამ ლაცაბიძემ

დღის ამბები