04 დეკემბერი 2020,   04:04
ვრცლად
რას ნიშნავს შერეული საარჩევნო სისტემა და რამდენი მანდატია საჭირო მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად - კონსტიტუციონალისტების განმარტება

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტის 120 წევრი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა.

კონსტიტუციონალისტების განმარტებით, იმისთვის, რომ პარტიამ  მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტოს, საჭიროა 76 ხმა. ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40-54%-ზე ნაკლებს მიიღებს;

"რამდენი პროცენტიც დადგინდება პროპორციულ არჩევნებში, ეს პროცენტი უნდა გავამრავლოთ აი ამ რიცხვზე, 1,875-ზე და რასაც მივიღებთ, იმ რიცხვის მთელი ნაწილი გვიჩვენებს რამდენი მანდატი ეკუთვნის ამ პარტიას ჯამურად - პროპორციული წესით და მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატებისა ერთად,"- განაცხადა კონსტიტუციური სამართლის პროფესორმა ვახტანგ ხმალაძემ. 

კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას განმარტებით, 120 მანდატი იმ პარტიებს შორის გადანაწილდება, რომლებიც ამომრჩეველთა 1%-ზე მეტ მხარდაჭერას მიიღებენ. 

"30 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული წესით. 30 ოლქში საქართველოს მოქალაქეები თითო მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, ხოლო პროპორციული წესით გადანაწილდება 120 მანდატი იმ პარტიებს შორის, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა 1%-ზე მეტის მხარდაჭერას,"-განაცხადა კოტე ჩოკორაიამ. 

დღის ამბები