04 დეკემბერი 2020,   04:17
ვრცლად
ცვლილებები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში სიტუაცია რადიკალურად გაუმჯობესებულიყო - EMC

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში" აცხადებენ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ გატარებული რეფორმები არ აღმოჩნდა საკმარისი მართლმსაჯულების სფეროს გაუმჯობესებისთვის.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის პრობლემა დღემდე მწვავედ დგას. მესამე სექტორს უჭირს საუბარი კანონმდებლების მიერ მიღებულ პოზიტიურ ცვლილებებზე, თუმცა ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ბავშვთა კოდექსის არსებობას ასახელებს.

"პარლამენტმა მიიღო მართლმსაჯულების რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმები, თუმცა არცერთი ეს ცვლილება, საბოლოო ჯამში, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში რადიკალურად გაუმჯობესებულიყო სიტუაცია. გენერალური პროკურორის არჩევის წესი იმდენად პოლიტიზირებულია, რომ ის, საბოლოო ჟამში, ვერ უზრუნველყოფს ამ უწყების დეპოლიტიზირებას. წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ბავშვთა კოდექსი, რაღაც საკითხებში შევიდა ცვლილებები,"- აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.

დღის ამბები