04 დეკემბერი 2020,   04:12
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების პროცესი 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირების პროცესი დაახლოებით 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

პროცესზე დაიკითხა სხვა საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნე ნიკა ჩიტიძე. შეგახსენებთ, რომ ჩიტიძემ პროკურატურას სკანდალური ჩვენება მისცა, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.

ჩვენებაში, ნიკა ჩიტიძე, რომელიც ნიკოლოზ რევაზიშვილთან ერთად საკანში 2 კვირა იმყოფებოდა, დეტალურად აღწერს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას. ჩიტიძე ამბობს, რომ საქმის ირიბი მოწმეა და მომხდარი მისმა თანამესაკნე ნიკა რევაზიშვილმა უამბო.

დღის ამბები