06 მარტი 2021,   15:28
ვრცლად
საპროტესტო აქციები ცესკოსთან - არჩევნების შედეგებს "სტრატეგია აღმაშენებელი" აპროტესტებს

საპროტესტო აქციები გრძელდება ცესკოსთან. პროტესტის გამოსახატავად საარჩევნო ადმინისტრაციასთან დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მიდიან. არჩევნების შედეგებს ამ წუთებში აპროტესტებს "სტრატეგია აღმაშენებელი".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილების თქმით, ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მონაცემები გაყალბებულია, ასევე ისინი ხვალ, მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

"უამრავი დაუბალანსებელი ოქმი გვაქვს ჩვენ. არ შევწყვეტთ პროტესტს, ხვალ ყველას, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შეგტკივათ, ვინც თვლით, რომ არჩევანი მოგპარეს, ყველა 15:00 საათზე მოდით პარლამენტის წინ. აუცილებლად ერთად უნდა დავდგეთ და უნდა მივიღოთ ის, რასაც ვიმსახურებთ. დავიბრუნოთ წართმეული არჩევანი," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის” თავმჯდომარემ. 

დღის ამბები