28 იანვარი 2021,   13:50
ვრცლად
თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები - სავარაუდო დამნაშავემ შუახნის მამაკაცი ჯერ მოკლა და შემდეგ მისი დაწვა სცადა

თემქაზე შუახნის მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით მისი დაწვა სცადეს. 

შემთხვევა 13 ნოემბრის ღამეს, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ კვამლის სუნი იგრძნეს, რის შემდეგაც გამოიძახეს სახანძრო სამაშველო ბრიგადა პოლიციასთან ერთად; ადგილზე მოსულ სამართალდამცველებს კი ცეცხლმოკიდებულ სახლში გარდაცვლილი შუახნის მამაკაცის ცხედარი დახვდათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი მამაკაცი. დანაშაულის მოტივი, ამ ეტაპზე, უცნობია.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაყვანილია ერთი ქალი, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას ფლობს.

დღის ამბები