28 იანვარი 2021,   11:51
ვრცლად
ქობულეთში 30 წლამდე კაცი მოკლეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში 30 წლამდე კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი სანადირო თოფია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება. მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები