28 იანვარი 2021,   14:07
ვრცლად
მკვლელობა ქობულეთში - სავარაუდო დამნაშავე მოკლულის მეზობელი და ბავშვობის მეგობარია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 30 წლის დავით შარაშიძე. "კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მისი მეზობელი და ბავშვობის მეგობარია.

კონფლიქტი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც შარაშიძეს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

დღის ამბები