27 ნოემბერი 2020,   07:23
ვრცლად
ჰუბერტ ქნირშის მიერ პოლიტიკური პროცესების ანალიზს ოპოზიცია და მმართველი გუნდი სხვადასხვაგვარად აფასებენ

დიპლომატი, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებების მონაწილე ერთხელ უკვე იყო, პროცესებს ამჯერადაც აკვირდება.

პოლიტიკურ კრიზისზე დაკვირვების შემდეგ კი ჰუბერტ ქნირშს კონკრეტული გზავნილებიც აქვს, რომელიც "ინტერპრესნიუსს" გაუზიარა.

გერმანიის ელჩის სათქმელი მოკლედ ისე ჟღერს, როგორც ბევრი სხვა პარტნიორის, რომ პოლიტიკოსებმა სამოქმედოდ ინსტიტუციები გამოიყენონ, ამისათვის კი მათ კონსტიტუცია უმაგრებთ ზურგს.

ამასთან, გერმანელი დიპლომატის მოსაზრებით, მხარეებს შორის სულ უფრო ნაკლები თანამშრომლობა და სულ უფრო მეტი პოლარიზება, საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ტვირთად აწევს.

გერმანელი დიპლომატის გზავნილს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ, სადაც ფიქრობენ, რომ ოპოზიციის ნაწილი საწინააღმდეგო აზრს თავს ესხმის.

გერმანელი დიპლომატი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესშიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ყველა რაუნდში, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული.

დღის ამბები