27 ნოემბერი 2020,   07:12
ვრცლად
ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება. ამავე ინფორმაციით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 18%-ით გაიზარდა. გასულ კვირას ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების 29 000 შემთხვევა დადასტურდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საერთო ჯამში, კორონავირუსის 57 231 672 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 39 720 727 და დაიღუპა 1 365 461 ადამიანი.

კორონავირუსის ყველაზე მეტი 12 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს 9 მილიონი შემთხვევით ინდოეთი იკავებს, მესამეზე კი 5.9 მილიონი ინფიცირებულით ბრაზილიაა.

ამასთან, ეპიდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა აღნიშნული ქვეყნების გარდა დადასტურებულია: საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, არგენტინაში, იტალიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში.

ევროპაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა. ევროპა პანდემიასთან გამკლავებას ისევ კარანტინისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესებით აგრძელებს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იზრდება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. მადრიდი ქვეყნის სხვა რეგიონებთან საზღვრებს 10 დღით ჩაკეტავს. ე.წ. ღამის კომენდანტის საათი წესდება კალიფორნიისა და ოჰაიოს შტატებში.
კანადასა და აშშ-ს შორის საზღვარი, პანდემიის გამო კიდევ ერთი თვე არ გაიხსნება. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება ჩრდილოეთ ირლანდიაშიც. შვედეთში კი რესტორნებსა და ბარებში 22 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა.

დღის ამბები