27 ნოემბერი 2020,   07:43
ვრცლად
ვნახოთ მოლაპარაკების პროცესი რას მოიტანს, როგორი წინადადებით მოვა "ქართული ოცნება" - ხატია დეკანოიძე

გარანტიების არსებობის შემთხვევაში მზად არის თუ არა ოპოზიცია პარლამენტში შესასვლელად - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე წამყვანის შეკითხვას "რუსთავი 2-ის" ეთერში პასუხობს.

ხატია დეკანოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილის გარანტიების არ სჯერა. მისი თქმით, გააჩნია რას მოიტანს მოლაპარაკებების პროცესი და როგორი წინადადებით წარდგება მათ წინაშე "ქართული ოცნება".

"დებატებზე რომ საუბრობდნენ, მათ შორის ბატონი კობახიძე, რა ფასი აქვს ბატონი კობახიძის ან კალაძის განმარტებას?!

მე სიმართლეს გეტყვით, არ მჯერა ბიძინა ივანიშვილის გარანტიების. ვნახოთ მოლაპარაკების პროცესი რას მოიტანს, როგორი წინადადებით მოვა "ქართული ოცნება".

მე მიმაჩნია, რომ ამ პარლამენტში შესვლა, როდესაც შეიძლება სხვა ბევრი კანონიერი გზა გამოინახოს, მაგალითად ქალბატონი ჟვანიას ჩამოცილება როგორ შეიძლება მარტივად: მას ეტყვის ბიძინა ივანიშვილი, დაწერს განცხადებას და წავა თანამდებობიდან ხო?!" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები