18 იანვარი 2021,   18:40
ვრცლად
"კარფურის" თანამშრომელს სავარაუდოდ ყოფილი მეუღლე თავს დაესხა და ცივი იარაღით დაჭრა

კარფურის გლდანის ფილიალში კაცი ქალს თავს დაესხა და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

თავდამსხმელი სავარაუდოდ ყოფილი მეუღლეა, რომელზეც შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული.

ფაქტს "კურიერთან" საუბარში ადასტურებს კარფურის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის უფროსი ნინო რამიშვილი.

ქალი კარფურის თანამშრომელია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრის დაცვამ ადგილზევე დააკავა.

დღის ამბები