18 იანვარი 2021,   18:12
ვრცლად
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის ფაქტზე დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდება მოეხსნა - სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა 

თბილისში, წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი, რომელსაც პარასკევს მძევლები ჰყავდა აყვანილი საქალაქო სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა.

მას ერთი ბრალდება, რომელიც იარაღის ტარებას უკავშირდებოდა, უკვე მოეხსნა, რადგან ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არც იარაღი და არც ხელყუმბარა რეალური არ იყო.

2 ან მეტი პირის მძევლად აყვანა - ეს არის ბრალი, რომელიც ლევან ზურაბაშვილს ამ დროისთვის აქვს წაყენებული, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს მუხლიც გადაკვალიფიცირდეს.

უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხიც, რომლის მიხედვითაც გაირკვევა, რა მდგომარეობაში იყო ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს.

დღის ამბები