18 იანვარი 2021,   17:04
ვრცლად
პარლამენტში თანამდებობების ნაწილი ცარიელი დარჩება - ნინო ბურჯანაძე

21-ე საუკუნის საქართველოში, კატასტროფაა ერთპარტიული მმართველობა - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიულო მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტში თანამდებობების ნაწილი ცარიელი დარჩება. 

"პარლამენტი ვიცე-სპიკერს ვერ აირჩევს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვერ აირჩევს, ეს ოპოზიციის კვოტაა, ანუ თანამდებობების ნახევარზე მეტი ცარიელი დარჩება. პარლამენტი ვერ შექმნის დროებით საგამოძიებო კომისიას, იმიტომ რომ კომისიაში უმრავლესობა ოპოზიცია და თავმჯდომარეც უმეტესწილად ოპოზიცია უნდა იყოს. დელეგაციები, რომელიც წავა საზღვარგარეთ, იქნება ნაკლული იმიტომ რომ დელეგაციებში განსაზღვრულია კვოტა ოპოზიციისთვის,"-განაცხადა "ღამის კურიერში" ნინო ბურჯანაძემ. 

დღის ამბები