18 იანვარი 2021,   18:16
ვრცლად
ვინ ეკითხება ბურჯანაძეს ან უსუფაშვილს, ან თუნდაც უმრავლესობის წარმომადგენელს, თავისი ხუშტურებით გადაწყვიტოს როგორი უნდა იყოს პარლამენტის კონფიგურაცია - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ საპარლამენტო თანამდებობების ნაწილის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის აზრს იზიარებს, თუმცა განმარტავს, რომ პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს.

"ერთადერთი რამ არის, რაშიც ვეთანხმები, მაგრამ სამწუხაროა, რომ ნინო ბურჯანაძეს ეს თემა თავის შეიარაღებაში აქვს ისე, რომ ნიშნისმოგებით იძახოს, ეს ვერ გაკეთდება. მე ვამბობ, რომ პარლამენტმა უნდა დაიწყოს მუშაობა და არანაირად არ მიგულისხმია, რომ 4 წელი პარლამენტი უნდა იყოს შეუვსებელი. დარწმუნებული ვარ, არსებობს კიდევ უფრო მაღალი ზნეობის სტანდარტი და პასუხისმგებლობა, არის საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელმაც მიანიჭა უპირატესობა და არ მინდა სადღეგრძელოსავით გამოვიდე, ეს არ არის გია ვოლსკი ან ჩემი კოლეგების ომი, ეს არის საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება. ვინ ეკითხება ნინო ბურჯანაძეს ან დავით უსუფაშვილს, ან ნებისმიერ სხვას, თუნდაც უმრავლესობის წარმომადგენელს, თავისი ხუშტურებით გადაწყვიტოს როგორი უნდა იყოს საქართველოში კონფიგურაცია პარლამენტის, ან მთავრობის,"-განაცხადა "ღამის კურიერში" გია ვოლკიმ.  

დღის ამბები