15 იანვარი 2021,   19:44
ვრცლად
წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა სიხაშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის დროს დამწვარია 100კვ -ზე მეტი ფართობი და ავეჯი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ დაზარალებულს ოჯახს მერია 5000 ლარით დაეხმარება.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო - სამაშველო ბრიგადა. რა გახდა აალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

დღის ამბები