15 იანვარი 2021,   18:34
ვრცლად
სისტემურ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის - მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მთავრობას სისტემური ლოკდაუნების შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება. 

"დღეის მდგომარეობით, სისტემურ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სამწუხაროდ, ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ  თითქოს გუშინაც და დღესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება სისტემურ შეზღუდვებთან, ლოკდაუნებთან დაკავშირებით, თუმცა ასე არ არის. ეს გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციის გზით უნდა იყოს მიღებული, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ. 

განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომელიც ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიის დროს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ვირუსის შესაკავებლად კვლავ პირბადის გამოყენებაა, შემდეგი არის მობილობის შემცირება, დამატებითი შესაძლო შეზღუდვები სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული. ეს შესაძლოა იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტულ სამუშაო დღეებში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოს შეჩერებასთან დაკავშირებით, ან მათი საათების რეგულირება,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

დღის ამბები