18 იანვარი 2021,   18:25
ვრცლად
ტესტირების რაოდენობები სადღესასწაულო დღეებში ეცემა, ეს არ არის კლება, მატება გაგრძელდება - ამირან გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დაფიქსირებული შედარებით მცირე ინფიცირების მაჩვნებელმა არ უნდა დაგვამშვიდოს, რადგანაც შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში ტესტის ჩატარების რაოდენობა მცირდება. 

"ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების 4 000 შემთხვევა გვქონდა და პიკში შევედით. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა ბოლო სამ დღეზე იყო დამოკიდებული, როდესაც ტესტირების რაოდენობები შაბათ-კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ეცემა. გუშინ და გუშინწინ ტესტირების რაოდენობა სადღაც 7-დან 8 ათასის ფარგლებში გვქონდა, როდესაც კვირის სხვა დღეებში ერთად 23-13 ათასის ფარგლებში გვაქვს. ამიტომ, დღევანდელი, შედარებით მცირე მაჩვენებელი ნუ დაგვამშვიდებს, რადგანაც კლება არ არის ეს. პირიქით, მატება არის და ეს კიდევ გაგრძელდება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები