18 იანვარი 2021,   18:47
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭო რეგულაციების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებებს უახლოეს ორ დღეში მიიღებს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე არსებული რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. გამყრელიძე ამბობს, რომ უნდა გაფართოვდეს წერტილოვანი შეზღუდვები. მისი თქმით, მომდევნო ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

"აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამაზე. ვფიქრობ, გაგრძელდება ხვალაც და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს," - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

დღის ამბები