18 იანვარი 2021,   18:18
ვრცლად
საველე ჰოსპიტლების მობილიზებას არ განვიხილავთ - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საველე ჰოსპიტლების მობილიზება არ განიხილება. 

"საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ, ვინაიდან გვაქვს მრავალი ქვეყნის მაგალითი, სადაც საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია მოხდა, მაგრამ შემდეგ იქ არცერთი პაციენტის მკურნალობა არ მოხდა. არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტლები საუკეთესოდ გამოიყენეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის რესურსი. ჩვენ გვაქვს ჰოსპიტლები, სასტუმროები და კიდევ ვამატებთ დამატებით ჰოსპიტლებს, რომ ეს ყველაფერი საჭირო არ გახდეს,"-აღნიშნა ტიკარაძემ.

დღის ამბები