18 იანვარი 2021,   18:43
ვრცლად
ქუთაისის მეოთხე შერეულ პოლიკლინიკაში 20-მდე თანამშრომელი დაინფიცირდა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა იზრდება. მეოთხე შერეულ პოლიკლინიკაში ოცამდე თანამშრომელი დაინფიცირდა. მათგან ნაწილმა ვირუსი უკვე დაამარცხა, რვა თანამშრომელი კი ამ დრომდე კლინიკებში რჩება.

პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილის, ბესიკ მანჯგალაძის ინფორმაციით, თანამშრომლების დაინფიცირების წყარო უცნობია, მათი მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება პოლიკლინიკის მუშაობას, ის ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს. პოლიკლინიკაში აცხადებენ, რომ ტესტებზე პრობლემა არ აქვთ და მოქალაქეებს რეგისტრაციის მიხედვით ემსახურებიან.

დღის ამბები