18 იანვარი 2021,   18:46
ვრცლად
ქვეყნის ათ ქალაქში სასწავლო პროცესი პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში:

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლისთვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ.

დღის ამბები