18 იანვარი 2021,   17:32
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობის ლიბერალური მიდგომები შეცდომა იყო

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მზარდი სტატისტიკა გარკვეულწილად მთავრობის მიერ ლიბერალური მიდგომების ბრალია. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა. 

"ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც ჩვენ სრულიად გავხსენით ქვეყანა და გვქონდა ტურისტული სეზონი, მართალია, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სრულიად თავისუფალი გადაადგილებით. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ხმა მივეცით არჩევნების ჩატარებას, ამით, რა თქმა უნდა, ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა, ჩვენ შედეგად მივიღეთ გარკვეული გამოსვლები ქუჩებში, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის დამატებით გავრცელებას, გვქონდა მეორე ტური და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სწორედ ის შედეგი, რომ არ ვიყავით უფრო მეტად რადიკალურები და მკაცრები ინფექციასთან ბრძოლის კუთხით," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი შეფასებით ზაფხულში ლიბერალური მიდგომები შეცდომა იყო.

"მე არ ვიტყოდი, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა, ჩემი შეცდომაც იყო, მე არ ვიყავი საკმარისად მომთხოვნი და კატეგორიული, იმ აკრძალვების შენარჩუინებაში, რომელიც იყო თუნდაც გაზაფხულზე," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები