20 იანვარი 2021,   21:47
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ის ლეტალობის მაჩვენებელი იზრდება - ქვეყნებში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება

მსოფლიოში COVID-19-ის ლეტალობის მაჩვენებელი იზრდება. პანდემიის მეორე ტალღის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-ით არის გაზრდილი.

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 500-ზე მეტი პაციენტი იმსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კიდევ 1 060 პაციენტი გარდაიცვალა აშშ-ში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსმა ქვეყანაში 260 000-მდე ამერიკელი იმსხვერპლა.

გასული დღე ღამის მანძილზე 680 ბავშვი და 615 მედიკოსი დაინფიცირდა უკრაინაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 700 000-მდე ინფიცირების შემთხვევაა დარეგისტრირებული.

ლეტალობის მაჩვენებელი იზრდება გაერთიანებულ სამეფოშიც, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 608 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 12 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსოფლიოში პანდემიას უკვე მილიონ 400 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა.

დღის ამბები