18 იანვარი 2021,   02:19
ვრცლად
მესამე რაუნდი ჩაინიშნება მაშინ, თუ კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა გამოიკვეთება - ბადრი ჯაფარიძე

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნავს, რომ მესამე რაუნდი თუ ჩაინიშნება, გარკვეული კომპრომისის პერსპექტივები უკვე გამოკვეთილი იქნება, რადგან მისი თქმით, სხვაგვარად მესამე რაუნდს აზრი არ აქვს.

"მესამე რაუნდის ჩატარებას მაშინ ექნება აზრი, როდესაც გამოიკვეთება პროგრესის შესაძლებლობა. ამიტომ მიდის დიპლომატებთან მუშაობა ჩვენი მხრიდან.

ისინი ხვდებიან ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, მიმდინარეობს ეს მუშაობა იმისთვის, რომ იქნებ მოხვდეს გარღვევა და გამოიკვეთოს რეალური პერსპექტივა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისა, ამ შემთხვევაში ჩატარდება მესამე რაუნდი, რადგან უნაყოფო მესამე რაუნდს აზრი არ აქვს.

მესამე რაუნდი ჩაინიშნება მაშინ თუ კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა გამოიკვეთება,"-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები