18 იანვარი 2021,   01:56
ვრცლად
ხანძარი ქუთაისში - ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩნდა

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა. ოჯახის წევრის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარი ბავშვებმა გააჩინეს, რომლებიც ოთახში თამაშობდნენ.

ოჯახის უფროსმა სახეზე და ხელებზე დამწვრობა მიიღო. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

მათ ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ასი კვადრატული ფართობი დაიწვა.

დღის ამბები