20 იანვარი 2021,   20:41
ვრცლად
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრი სახლს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს აირჩევს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრი სახლს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს აირჩევს - ეს განცხადება შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა უცხო ქვეყნებში მყოფ ამერიკელ სამხედროებთან ვიდეოჩართვის დროს გააკეთა, სადაც მან ჯარისკაცებს მადლიერების დღე მიულოცა.

პრეზიდენტმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ მარცხის აღიარება მისთვის რთულია, რადგან არჩევნებზე მასშტაბურ თაღლითობას ჰქონდა ადგილი. საარჩევნო კოლეგიის სხდომა 14 დეკემბერს უნდა შეიკრიბოს, სადაც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ფორმალურად უნდა დაამტკიცონ.

დღის ამბები