20 იანვარი 2021,   19:31
ვრცლად
ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს

ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. დეპუტატებმა შესაბამისი რეზოლუცია დაამტკიცეს, სადაც აცხადებენ, რომ ანკარის მხრიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირის წევრი კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენიტეტზე თავდასხმაა. რეზოლუციას მხარი 631-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო სამი კი წინააღმდეგ წავიდა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ქმედებები ლიბიასა და სირიაში, ასევე აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ანკარასა და ბრიუსელის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს.

დღის ამბები