20 იანვარი 2021,   21:42
ვრცლად
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება. ამისთვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.

"ჩვენ გამოვნახეთ საშუალება და ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც პანდემიის პირველი ტალღა გვქონდა ქვეყანაში, ზუსტად ამ მიდგომებით ბევრ ოჯახს დავეხმარეთ და ხელი შევუწყვეთ, რომ მდგომარეობა მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა. ანალოგიურად იქნება ახლაც და მომდევნო დღეების განმავლობაში, წინასაახალწლოდ ამ მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების მიტანას ვუზრუნველყოფთ,"- განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები