18 იანვარი 2021,   18:44
ვრცლად
სტრატეგია დეზინფორმაციის წინააღმდეგ​ - კორონა პანდემიისას შექმნილი კრიზისის სამართავად კონკრეტული დოკუმენტი შეიქმნა

მსოფლიო პანდემიის მიუხედავად საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვირუსის არსებობის არ სჯერათ.

პანდემიის პერიოდში მოქალაქეების უმეტესობა "კურიერთან" COVID-19-თან დაკავშირებით დამატებით განმარტებების საჭიროებაზეც საუბრობს. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფექციის სიმძაფრესა და პანდემიასთან დაკავშირებით ცნობები სისტემატიური უნდა იყოს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს საზოგადოების დამოკიდებულება აკვირვებს და კონკრეტული მაგალითები სოციალური ქსელიდან მოჰყავს.

კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც კრიზისული სიტუაციების მართვაში კრიზისზე რეაგირების ჯგუფს დაეხმარება უკვე არსებობს.

დოკუმენტი საქართველოს გაეროს ასოციაციამ, დაავადებათა კონტროლისა და მთავრობის ჩართულობით შეიმუშავა. მხარეებმა მასზე რვა თვე იმუშავეს.

რისკების კომუნიკაციის სტრატეგია გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პრევენციული ღონისძიებების დანერგვასა და საზოგადოებასთან სწორ კომუნიკაციაში დაეხმარება.

დღის ამბები