18 იანვარი 2021,   01:52
ვრცლად
ჯო ბაიდენმა გაერთიანებულ სამეფოში აშშ-ის ელჩის პოსტი შესაძლოა ჯონ მაკკეინის ქვრივს შესთავაზოს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შესაძლოა გაერთიანებულ სამეფოში აშშ-ის ელჩის პოსტი რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ქვრივს შესთავაზოს.

ინფორმაციას "თაიმსი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენი სინდი მაკკეინს აღნიშნულ პოსტზე დანიშნავს, თუ ის მის შეთავაზებას დათანხმდება.

გარდა ამისა, "თაიმსი" წერს, რომ სინდი მაკკეინმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბაიდენის არიზონას შტატში გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

დღის ამბები