18 იანვარი 2021,   01:58
ვრცლად
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა, რომელსაც თბილისში მწვავე რეაქციები მოჰყვა - რაზე იმსჯელეს ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა 

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება მოჰყვა, სადაც ნათქვამია, რომ მხარეებს შორის ურთიერთგაგება დადასტურდა გავრილოვის ვიზიტისას გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.

რუსული მხარის ინტერპრეტაცია უწოდა თავად შეხვედრის მონაწილე ზურაბ აბაშიძემ საგარეო უწყების განცხადებას. საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ონლაინშეხვედრისას 20 ივნისის მოვლენები საერთოდ არ განხილულა. 

მისი თქმით, კარასინმა თავად დააყენა ორ ქვეყანას შორის ფრენების აღდგენის საკითხი და ამ კონტექსტში თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოითხოვა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ხელისუფლების მისამართით კრიტიკული შეფასებები მოყვა თბილისში. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ოფიციალურ მოსკოვთან საუბარი სირცხვილია.

რუსეთის საგარეო უწყებას მმართველმა გუნდმაც უპასუხა, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქართველ ხალხს პროტესტის ფორმას ვერავინ უკარნახებს.

კიდევ ერთი საკითხი, რაც მხარეებმა საუბრის დროს განიხილეს, ლუგარის ლაბორატორიას ეხებოდა.

თავად ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ მან რუსულ მხარეს ლუგარის ლაბორატორიაში ჩამოსვლა მხოლოდ უცხოელი ექსპერტების თანხლებით შესთავაზა,ამასთან, აბაშიძე ამბობს, რომ მიუღებელია ის პროპაგანდისტული აჟიოტაჟი, რაც ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსეთშია ატეხილი.

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები