



კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთში. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში დღემდე ინფიცირების 6 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მარიონეტული რეჟიმის ინფორმაციით, ცხინვალში დღემდე ინფიცირების 1 748 შემთხვევაა გამოვლენილი.