18 იანვარი 2021,   01:01
ვრცლად
ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა კვლავ მზარდია. მხოლოდ ევროპაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა.

სახელმწიფოების დიდი ნაწილში მკაცრი ან ნაწილობრივი ლოკდაუნია გამოცხადებული.

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის 15 ათასი შემთხვევით გაიზარდა.

იტალიაში კი, ვირუსი ერთ დღეში 26 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს დიდ ბრიტანეთში. პოლიციამ დემონსტრაციაზე 200-მდე ადამიანი დააკავა. გარდა ამისა დიდ ბრიტანეთში "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შესაძლოა, მომდევნო კვირიდან დაიწყონ.

რთული ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაშიც. შტატებში ვირუსი კიდევ 144 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა, ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 51 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

დღის ამბები