18 იანვარი 2021,   02:10
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებული 943 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 367 ხელოვნურ სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 943 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 367 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი ავრცელებს.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 741, აჭარაში-1 019, იმერეთში-1 261.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-167, იმერეთში-190. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, მათგან თბილისში-181, აჭარაში-56, იმერეთში-37. 3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311-თბილისში, 2 058- აჭარაში, 284-იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები