20 იანვარი 2021,   13:43
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 554 შემთხვევა გამოვლინდა და აქტიური შემთხვევა 6201-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 623 და საერთო რიცხვი  18 463-ია.

კორონავირუსით კიდევ  ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ორი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ორი კლინიკა "მედცენტრში" და ერთი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. გარდაცვლილთა ასაკი 45-დან 76 წლამდეა.

დღის ამბები