15 იანვარი 2021,   19:34
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან 15:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართება

3 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის მთავრობასთან აქციას გეგმავს. მთავრობის სახლთან 8 ნოემბრის შემდეგ კარვებია გაშლილი. ტერიტორიაზე  აქციისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქცია საინფორმაციო შინაარსის იქნება. მათი მოთხოვნები უცვლელია - ოპოზიცია ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლას, ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

"ბიძინა ივანიშვილმა არ დაგვიტოვა სხვა გზა, არ გვაძლევს საშუალებას, სხვა ფორმატში გვქონდეს მასთან ურთიერთობა, გაგვიუქმა არჩევნები და სხვა არაფერი დაგვრჩა, თუ არა ქუჩაში გამოსვლა. გვესმის ის რაც ხდება, ამიტომ დღეს იქნება ძალიან საინტერესო აქცია, სადაც გამოჩნდება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიები, ზოგადად მოქალაქეები რა პასუხისმგებლობით უდგებიან იმ პრობლემებს, რაც არის ქვეყანაში,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. 

დღის ამბები