18 იანვარი 2021,   18:01
ვრცლად
ელენე ხოშტარიამ "ბუშტების აქცია" მოაწყო და ბათუმის აქციას სოლიდარობა გამოუცხადა

ბათუმის აქციის მონაწილეებს თბილისში სოლიდარობა გამოუცხადეს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე ე.წ. ბუშტების აქცია მოეწყო.

"ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიციელებმა, მაქსიმუმ, გადაიღონ ეს ბუშტები, მაგრამ არ გვიშლიან ბუშტებით ხელში დგომას, ბათუმში კი ამისთვის დიდი ბრძოლა გაიმართა. ჩვენც ვუერთდებით და ვართ სოლიდარულები, ამიტომ დავაწერეთ "მონა რიჟვაძე" ამ ბუშტებს. რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანის სახელია, რომლის დაწერაც ამ ბუშტებზე შეიძლება, მაგრამ დღეს, უშუალოდ, ბათუმის აქციას ეძღვნება და ამიტომ რიჟვაძემ დაიმსახურა ეს ტიტულოვანი ადგილი ამ ბუშტზე,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები