18 იანვარი 2021,   02:46
ვრცლად
ნატოს ექსპერტების ანგარიში შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც მოწოდება მაპის მინიჭებაზე - გიორგი ხელაშვილი

"ქართულ ოცნებაში" ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებასთან მიმართებაში პოზიტიური მოლოდინებია.

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ხელაშვილის შეფასებით, ნატოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში შეიძლება წავიკითხოთ, როგორც მოწოდება მაპის მინიჭების თაობაზე. 

"ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოსთან ნატოს მოლაპარაკებები უნდა გადავიდეს თვისებრივად განსხვავებულ ეტაპზე, რაც შეიძლება წავიკითხოთ, როგორც მოწოდება მაპის, მოქმედების გეგმის მინიჭებაზე. რამდენად განხორციელდება, მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ - საქართველოს და ნატოს ურთიერთობები ბოლო 4 წლის შემდეგ გაცილებით უფრო ახლო და დინამიური გახდება.

სამხედრო წრთვნებთან ერთად, ვფიქრობ, რომ საუბარი შეიძლება იყოს შავი ზღვის რეგიონში ნატოს გააქტიურებაზე და საქართველოსი ნატოს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაძლიერებაზე,"-განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ნატოში საგარეო საქმეთა მინისტერიალის იმ ნაწილის დაწყებამდე, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხება, რამდენიმე საათი რჩება. 

ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტში  -"NATO 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და რეკომენდაციები", ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების შესახებაა საუბარი.

დღის ამბები