18 იანვარი 2021,   02:26
ვრცლად
ხვალიდან, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით კოვიდინფიცირებულების გამოვლენა, მოკლე დროში მოხდება - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხვალიდან ინტენსიური ტესტირება დაიწყება და დღეში დაახლოებით 20-24 ათასი რაოდენობის ტესტი ჩატარდება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ხვალიდან მოკლე დროში მოხდება, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით კოვიდინფიცირებულების გამოვლენა.

"თუ დღემდე ტარდებოდა 10-12 ათასი ტესტირება, რაც იყო საშუალო ევროპული მაჩვენებელი, ხვალიდან დაიწყება ტესტირება დაახლოებით 20-24 ათასის რაოდენობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მოკლე დროში მოხდება, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით კოვიდინფიცირებულების გამოვლენა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ დროულად მაქსიმალური რიცხვი ინფიცირებულებისა, მოვახდინოთ მათი იზოლაცია," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

დღის ამბები