18 იანვარი 2021,   01:30
ვრცლად
მაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ მინისტერიალზე ჩვენ მივიღებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებულ ვერსიას - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატოს საგარეო საქმეთა დღევანდელ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებული ვერსიის მიღების მოლოდინი აქვს. 

მისი თქმით, ამ პაკეტით გაძლიერდება თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობისა და უსაფრთხო კომუნიკაციების მიმართულებით.

"მაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ მინისტერიალზე ჩვენ მივიღებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებულ ვერსიას. ამ პაკეტზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. უელსის სამიტზე ჩვენ მივიღეთ ნატო საქართველოს პაკეტი, რომელიც 14 მნიშვნელოვანი მიმართულებისა და პროექტისგან შედგება და ჩვენ კიდევ გავამდიდრებთ ამ ახალ, არსებით პაკეტში, განსაკუთრებით თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით განსახორციელებელ ქმედებებს. ასევე, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვან მიმართულებებზე იქნება საუბარი. ამასთან, უსაფრთხო კომუნიკაცია განახლებული პაკეტის ერთ-ერთი ახალი მიმართულება იქნება და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგი, რომელიც გვექნება ამ მინისტერიალზე,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ნატოში საგარეო საქმეთა მინისტერიალის იმ ნაწილის დაწყებამდე, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხება, რამდენიმე საათი რჩება. ონლაინ ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით ისარგებლებს. წინასწარ ცნობილია, რომ მინისტრი ყურადღებას სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილებს.

დღის ამბები